ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:

"19 ნოემბრის შუადღიდან 20 ნოემბრის შუაღამემდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.

ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება,ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.