თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველმა კარვები და ის ტრანსპორტი გაიყვანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი.
მანქანები ტერიტორიიდან ევაკუატორების მეშვეობით გაჰყავთ. ადგილზე მუშაობს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
პოლიციას აქციის დასაშლელად არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია.
აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. თუმცა, ამ დროისთვის უცნობის რა გაგმე აქვთ აქციის მონაწილეებს.