ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიტიკოსებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და უთხრეს, რომ დაეტოვებინათ მელიქიშვილის გამზირი, თუმცა, პოლიტიკოსები არ დაეთანხმნენ შს სამინისტროს წარმომადგენლების ამ მოთხოვნას, რის შემდგომაც ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
აქციის რამდენიმე მონაწილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რის გამო ისინი დააკავეს.
დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შსს-ს ჯერჯერობით არ გამპუქვეყნებია.
შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველმა კარვები და ის ტრანსპორტი გაიყვანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი.
მანქანები ტერიტორიიდან ევაკუატორების მეშვეობით გაჰყავთ. ადგილზე მუშაობს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
პოლიციას აქციის დასაშლელად არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია.
აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეები გაიყვანოს გზის სავალი ნაწილიდან, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეებს ავტოსაგზაო გზა გადაკეტილი აქვს.