საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე ბოლო ოთხი საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმებია ატვირთული. 

საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმების თანახმად, საარჩევნო სიებში ყველაზე მეტი ამომრჩეველი იყო 2012 წელს, ყველაზე ნაკლები კი 2008 წელს.

არჩევნებში მონაწილეთა ყველაზე დიდი რაოდენობა 2012 წელს დაფიქსირდა, ყველაზე მცირე კი 2016 წელს.

5%-იანი საარჩევნო ბარიერი ერთხელ გადალახა 4-მა სუბიექტმა (2008წ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; გაერთიანებული ოპოზიცია - ეროვნული საბჭო; „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატები"; ლეიბორისტული პარტია), ერთხელ სამმა (2016წ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია"), ერთხელ კი ორმა - (2012წ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა").


2008
ამომრჩეველთა რაოდენობა - 3 465 736
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა - 1 850 407 (53,39%)
ბარიერი - 5%
ბარიერგადალახული პარტიები და ბლოკები - 4

2012
ამომრჩეველთა რაოდენობა - 3 613 851
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა - 2 215 661 → 60.8%
ბარიერი - 5%
ბარიერგადალახული პარტიები და ბლოკები - 2

2016
ამომრჩეველთა რაოდენობა - 3 513 884
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა - 1 825 054 → 51,94%
ბარიერგადალახული პარტიები და ბლოკები - 3

2020
ამომრჩეველთა რაოდენობა - 3 511 853
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა - 1 992 891 → 56,75%
ბარიერი - 1%
ბარიერგადალახული პარტიები და ბლოკები - 9

2024
ამომრჩეველთა რაოდენობა - 3 508 294
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა - ?
ბარიერი - 5%
ბარიერგადალახული პარტიები და ბლოკები - ?