9 წლის ბიჭს, რომელსაც მეგობარმა კისტის თოფით თამაშის დროს თვალში ტყვია მოარტყა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

,,ოჯახი საშინელ მდგომარეობაშია, ერთადერთი შვილი ჰყავთ. როგორც ამბობენ თვალში მოხვედრილი ტყვია ტვინში გადავიდა, ტვინის დაზიანება გამოიწვია, მდჰომარეობა ძალიან მძიმეა, ბავშვი კომაშია და სასწრაფოს საჭიროებს თურქეთში გადაყვანას, რისი საშუალწბაც ოჯახს არ აქვს,, - ამბობენ ადგილობრივები.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ორი დღის წინ მოხვდა. მოზარდი თავდაპირველად გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს  თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

დახმარების მსურველებს თანხის გადარიხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

#GE98TB7359545061100059
#GE27BG0000000537697223
ნათია სოლომნიშვილი დედა