28 მაისს, ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღეს, დავითგარეჯის მამათა მონასტერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს აღავლენს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"⛪ ამა წლის 28 მაისს, ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღეს, დავითგარეჯის მამათა მონასტერში წირვას აღავლენს საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე).

🔸 ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

⛪ ამავე დღეს მონასტერში მიბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო lll, რომელიც 12:30-ზე პარაკლისს აღავლენს"- ნათქვამია ინფორმაციაში