ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ კვიპროსში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ შეერთებული შტატების საელჩომ უკრაინა დატოვა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩომ უპასუხეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების საელჩოს უკრაინა არ დაუტოვებია.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს <თანამშრომლების კიევიდან> გასვლის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გეორგი ტიხიმ.
შეერთებული შტატების საელჩომ ასევე გაავრცელა განცხადება, რომ აგრძელებს მუშაობას კიევში.
The U.S. Embassy is open. There are no changes to our operations and reports otherwise are false. The State Department has no higher priority than the safety and security of Americans and regularly reviews the security posture of Embassy Kyiv. We reiterate our message that… pic.twitter.com/gdkePakita
— U.S. Embassy Kyiv (@USEmbassyKyiv) May 28, 2026
„გუშინ უკრაინიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ყველა საელჩო რჩება, ერთის გარდა“, - განაცხადა კალასმა ხუთშაბათს. „ყველა ევროპული საელჩო რჩება. ამერიკა წავიდა“.




