თელავის რაიონულმა სასამართლო მეუღლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 39 წლის ზვიად ზურაბაშვილის საქმე მოსამართლე თამარ კაპანაძემ განიხილა.

სხდომაზე პროკურორმა დავით გველესიანმა განმარტა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რასაც არ დაეთანხმა ადვოკატი დაკავებულის ადვოკატი. ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა დანაშაული აღიარა.

"ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ და ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა რომ ერთიმეორესთან ურთიერთობა დაიჭირეს, მაგის გულისთვის, ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, კიდე ერთხელ მოვკლავდი" - განაცხადა ბრალდებულმა  ზურაბაშვილმა.

ცნობისათვის, სამი ადამიანის მკვლელობა 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა.39 წლის კაცმა მეუღლე და ორი მეგობარი მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის და რამდენიმე პირის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.