ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში დოღი - "ოზურგეთის თასი 2024" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელმა ცხენოსნებმა მიიღეს. 

დოღის ფარგლებში, რომლის საპრიზო ფონდი 21 800 ლარს შეადგენდა, სხვადასხვა დისტანციაზე 5 გარბენი მოეწყო. მთავარი გარბენის - გურული მხედრების თასი (Wild West Trophy), გამარჯვებული ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა.

დოღს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.