"ჩემმა გარდაცვლილმა მეუღლემ მთხოვა უროსა და ლურსმნების ყიდვა. მე ლურსმნის ზომები არ ვიცოდი და ამიტომ ჩავინიშნე რვეულში“,- ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ განაცხადა.
ბრალდებულმა სასამართლოში განმარტა, რომ ის ყოველდღიურად აწარმოებდა ოჯახის ხარჯთაღრიცვას, რომელსაც რვეულში ინიშნავდა.
პაპიძის თქმით, ამის შესახებ მან პირადად განუცხადა პროკურატურას და მიუთითა ის ადგილი, სადაც იყო შენახული ხარჯთაღრიცხვის რევეული.
ცნობისთვის, პროკურატურამ გაავრცელა ამონარიდი მაგდა პაპიძის რველიდან, სადაც წერს "ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს გამოძიების მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ამოღებული მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერი, რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ. დღიურში მაგდა პაპიძეს გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი:
„ურო (ნაჭრით გახვეული),
პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული
პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად.
წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი
ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ.
ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი
დიდი პარკები“
ხსენებული ჩანაწერის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მაგდა პაპიძეს წინასწარ ჰქონდა განზრახული მეუღლისა და შვილის მკვლელობა, გეგმავდა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული და წაეშალა დანაშაულის კვალი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში..
შეგახსენებთ, 2015 წლის 20 დეკემბერს, მაგდა პაპიძე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის გამო. ბრალდების თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ, თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის - უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი - 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.