ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ზუგდიდის სპორტის სასახლეს ბატუტი გადასცა. ღონისძიებას ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა დაესწრო და ფედერაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, სპორტული ინვენტარი დამწყებ სპორტსმენებს ნაყოფიერად ვარჯიშის შესაძლებლობას მისცემს, რაც ხელს შეუწყობს მათ წარმატებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
სპორტსმენებს საჩუქარი ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლუბა გოლოვინამ და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ნოდარ თურქაძემ გადასცეს.