ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ 9 ახალგაზრდა დააფინანსა.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მიიღეს:
კარგო ჩუხუამ, რომელიც პოლონეთის ქალაქ ვროცლავის WSB მერიტოს უნივერსიტეტის ფინანსური მენეჯმენტის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. 2024 –2025 სასწავლო წლისთვის ის გადის საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამას.
მარიამ სორდიამ - რომელიც შვედეთის ქალაქ ლუნდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია.
დებმა, ანნა და ქეთევან ჭანიებმა. ანნა, არის გერმანიის მაინის ფრანკფურტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის ვიოლინოს ინსტრუმენტის მხატვრული სწავლების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ხოლო ქეთევან ჭანია, გერმანიის ქალაქ ესსენის ეკონომიკისა და მართვის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია.
ანა ხასიამ, რომელიც გერმანიის ბრემენის კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.
და-ძმამ ვიქტორია და სერგო გუგუჩიებმა. სერგო გერმანიის იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის ეკონომიკური მეცნიერებებისსტუდენტია, ხოლო ვიქტორია, ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტია.
მარიამ თოლორდავამ, რომელიც საფრანგეთის სტრასბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტია.
ელენე ნარმანიამ - რომელიც Erasmus + ის პროგრამით პორტუგალიის მინჰოსუნივერსიტეტის სტუდენტია.
ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია: ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა - მერის სტიპენდია; ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა; არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა - საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა.
კომისიის სხდომა რეწვის ცენტრ „სტუდია მოზაიკა“-ში გაიმართა.
ახალგაზრდული პროგრამები დეტალურად იხილეთ აქ:Https://shorturl.at/bVc5T