ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ 17 ახალგაზრდა დააფინანსა.

კომისიის სხდომა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მიიღეს:

ანი პაჭკორიამ, რომელიც Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამით, სწავლობს სევილიის უნივერსიტეტში.

კოჩა ჩანგელიამ, რომელიც ვენის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია.

თეიმურაზ თოლორაიამ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტია.

ნინი დოხნაძემ, რომელიც Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში, იოანე პავლე მეორის ბიალა პოდლასკას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

მერი ფიფიამ, რომელიც ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.

ლაშა ლაგვილავამ, რომელიც გერმანიის ბონ რაინ ზიგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია.

თამარ ფაცაციამ, რომელიც ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.

ქეთევან ჭურღულიამ, რომელიც უნგრეთის დებრეცენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია.

მარიამ ქადარიამ, რომელიც ფრანკფურტის (ოდერი) ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში სწავლობს.
ელენე ჩიქოვანმა, რომელიც ვიურცბურგის მუსიკალური უნივერსიტეტის სტუდენტია.

ლუკა სართანიამ, რომელიც ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია.

ანანო სართანიამ, რომელიც პარიზი-საკლეს უნივერსიტეტის მარკეტინგის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია.

ანა კოდუამ, რომელიც ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტის რაოდენობრივი, მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტია.

ვაჟა ტორუამ, რომელიც ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის რაოდენობრივი ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.

ასმათ ჯიქიამ, რომელიც ვენის უნივერსიტეტის სოციოლოგიის სპეციალობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.

გიგი გამსახურდიამ, რომელიც ბრემენის კონსტრუქტუროს უნივერსიტეტის რობოტიკა და ჭკვიანი სისტემების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია.

გიორგი მამფორიამ, რომელიც ვენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკა და საზოგადოება სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.

ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია:

ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა - მერის სტიპენდია;

ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა;

არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა.

2024-2025 სასწავლო წლის მერის სტიპენდია 104 სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსდა 80 ახალგაზრდა.

ახალგაზრდული პროგრამები დეტალურად იხილეთ აქ:
Https://shorturl.at/bVc5T