ზუგდიდელმა სპორტსმენებმა გოგა ჯაჯვანმა და დიმიტრი აბრალავამ, პერუში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.

მსოფლიო ჩემპიონ გოგა ჯაჯვანს,  ვიცე-ჩემპიონ დიმიტრი აბრალავსა და მათ მწვრთნელებს  ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია პირველ მოადგილესთან ერთად შეხვდა.

მერმა სპორტსმენებს ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ რიყის ძალოსნობის სკოლა ერთ-ერთი გამორჩეული და თვალსაჩინო სკოლაა.

გოგა ჯაჯვანმა  პერუში მიმდინარე  U20 ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე  გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.  ძალოსანმა  მსოფლიო ფიცარნაგზე  ატაცში 156 / 162 წონითი კატეგორიები დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო აკვრაში დაძლეული 190 / 195 / 198 და ორჭიდში მოგროვილი 360 კილოგრამით  ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

U17 ძალოსანმა, დიმიტრი აბრალავამ  მოძრაობა აკვრაში ვერცხლის მედალი 141/145/147 მოიპოვა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრას კიგბოქსინგში  ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი დავით ქირია,  ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი რომეო გაბლაია და ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.