ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებით, ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებები შეიტანა:
გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას მერია უზრუნველყოფს შემდეგი ჯგუფებისთვის:
სოციალურად დაუცველი პირების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 001-ს; სიმსივნით დაავადებული პირები, შშმ პირები, პენსიონერები, სტუდენტები, 0-18 წლამდე ასაკის პირები.
დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი 1000 ლარით განისაზღვრა.
პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე პირების ოჯახები ავადმყოფისთვის, ერთჯერადი სამედიცინო სახარჯი მასალისა და მოვლის საშუალებებთან ერთად, სხვა დამხმარე საშუალებების შეძენასაც შეძლებენ.