ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, ათენის ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი "კავკასია" რომელიც დაკომპლექტებულია საბერძნეთში დაბადებულ - გაზრდილი ბავშვებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ცხრაწყაროს თეატრონზე საზოგადოების წინაშე ქართულ - ბერძნული კონცერტით წარსდგნენ. საქართველოში დაგეგმილი საკონცერტო ტურნეები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთა შორის მოხვდა.
პროექტის სახელწოდებაა - "უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერების ანსამბლების მხარდაჭერა" საკონცერტო პროგრამის ფარგლებში, ქართველი ემიგრანტებმა შეასრულეს მრავალხმიანი სიმღერები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიულ ნომრები. კონცერტში ასევე ბერძენი შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩრდ. კერკირას მუნიციპალიტეტის ორი ვიცე-მერი, იანის გარნელი და თეოდოროს მავ-რონასი, ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი, ასევე განათლებისა და კულტურის ცენტრის ,,კავკასია” გამგეობის თავმჯდომარე ავთანდილ მიქაბერიძე ესწრებოდნენ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში; საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო; იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია;