მაიამი გარდენსში, „ჰარდ როკ სტედიუმზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა.
ინგლისის და ნორვეგიის შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დამატებითი დროის დაწყებისთანავე ჯუდ ბელინგემმა მეორედ აიღო ნორვეგიელთა კარი.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ნახევარფინალისტი გახდა.
ინგლისი - ნორვეგია დ.დ. 2:1(1:1,0:0)
გოლები: 36' ანდრეას შელდერუპი 0:1, 45+2' და 93' ჯუდ ბელინგემი 1:1 და 2:1
ნახევარფინალში ინგლისი არგენტინას და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენეთ, რომ მეოთხედფინალურ შეხვედრებში საფრანგეთმა მაროკოს სძლია, ესპანეთმა კი ბელგიას მოუგო. 




