ყვარელში, ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა,  ავტოსაგზაო შემთხვევას  პოლიციელი ემსხვერპლა. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ტრაილერი მოცურდა, მძღოლმა საჭის კონტროლი დაკარგა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად,  მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 52 წლის  ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.