13 ივლისს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის კი პირველ სესიაზე  ინგლისური ენისა (I- XII) და იტალიური ენის (I- XII) გამოცდა მიმდინარეობს.
🔹პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან ისტორიის გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი.
🔹მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის რეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 83%-ზე მეტი მონაწილე.
🔹ამ დროის მონაცემებით, გამოცდაზე დაიგვიანა ხუთმა გამოსაცდელმა.
✅შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!