ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. დაღუპული ლაშა კირვალიძეა.
არსებული ინფორმაციით, ილიას ტბიდან სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. მგზავრები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.








