მარტვილის მონასტრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. ასევე, მოეწყობა რკინაბეტონის საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემა და ეზოებში შესასვლელები.

გზის რეაბილიტაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 615 624 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ნაჭყებია, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ნუგზარ ცანავასთან ერთად გაეცნო.