კანზას-სიტიში, „ეროუჰედ სტედიუმზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა.

არგენტინის და შვეიცარიის მატჩის დებიუტში მსოფლიო ჩემპიონები დაწინაურდნენ და შემდეგ მთელი ტაიმის განმავლობაში აკონტროლებდნენ თამაშს.

მეორე ტაიმში შვეიცარიელებმა მოუმატეს და არგენტინელთა კართან შექმნილი რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ ნდოიმ ანგარიში გაათანაბრა.

გატანილი გოლიდან ხუთ წუთში ემბოლომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღოი და შვეიცარიელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო წუთებში არგენტინელებმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, მაგრამ უშედეგოდ.

დამატებით დროის პირველ თხუთმეტ წუთში არგენტინამ კვლავ ვერ შეძლო სახიფათო მომენტების გამოყენება, მეორე თხუთმეტიწუთიან მონაკვეთში კი ხულიან ალვარესმა აიღო შვეიცარიელთა კარი.

შვეიცარიამ სცადა შეეტია,მაგრამ არაფერი გამოუვიდა, არგენტინელებმა კი კიდევ ერთხელ შეძლეს გოლის გატანა.

არგენტინა - შვეიცარია დ.დ. 3:1(1:1, 1:0)
გოლები: 13' ალექსის მაკალისტერი 1:0, 67' ნდან ნდოი 1:1, 112' ხულიან ალვარესი 2:1, 120+1' ლაუტარო მარტინესი 3:1

ნახევარფინალში არგენტინა ინგლისს შეხვდება.



შეგახსენეთ, რომ მეოთხედფინალურ შეხვედრებში საფრანგეთმა მაროკოს სძლია, ესპანეთმა ბელგიას და  ინგლისმა ნორვეგიას.