ლინდსი გრემის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მიმდინარე წლის ნოემბრის სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატის ვინაობა შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განხილვის საგანი გახდა.

სენატორი ლინდსი გრემი ამ ნოემბერში მეხუთე ვადით კენჭისყრას აპირებდა და მოსალოდნელი იყო, რომ ის კვლავ გაიმარჯვებდა სენატის არჩევნებში. ახლა რესპუბლიკელებს მისი უეცარი გარდაცვალებით შექმნილი ვაკანსიის შესავსებად მცირე დრო აქვთ.

როგორია ლინდსი გრეჰემის სენატიდან გადადგომის შედეგად შექმნილი ვაკანსიის შევსების პროცესი?

მოკლევადიან პერსპექტივაში, სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი ჰენრი მაკმასტერი დანიშნავს მემკვიდრეს გრემის დარჩენილი ვადის დასასრულებლად და კანდიდატის ბიულეტენში მოხვედრის პროცესი რეგულირდება სამხრეთ კაროლინას კანონმდებლობით.

კანონით, რესპუბლიკელების ნომინაციის წარდგენის ბოლო ვადაა გრემის გარდაცვალებიდან მეორე სამშაბათი, ანუ 21 ივლისი. წარდგენის პერიოდი 28 ივლისამდე გაგრძელდება.

რესპუბლიკელების სპეციალური პრაიმერი 11 აგვისტოს, წარდგენის ბოლო ვადის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ გაიმართება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების მინიმუმ 50%-ს, მეორე ტური ორი კვირის შემდეგ, 25 აგვისტოს გაიმართება.

სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელები უკვე კანდიდატების ძებნას იწყებენ. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატია სამხრეთ კაროლინის ვიცე-გუბერნატორი პამელა ევეტი.

ევეტი გუბერნატორის პოსტზე მაკმასტერის და პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერით იყრიდა კენჭს. თუმცა, გასულ თვეში რესპუბლიკელთა გუბერნატორის პრაიმერის მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე, ბატონმა ტრამპმა ასევე მხარი დაუჭირა შტატის გენერალურ პროკურორს ალან უილსონს (მისი დედა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჯო უილსონზე გათხოვდა და ამ უკანასკნელმა სამი წლის ალანი იშვილა - „აიპრესი“) და ევეტი საბოლოოდ უილსონთან დამარცხდა.

სამხრეთ კაროლინის შტატის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ სენატის ადგილისთვის არ იბრძოლებს და X-ზე დაწერა, რომ ესაუბრა ბატონ ტრამპს და „დაარწმუნა, რომ მისი მიზანია წარმომადგენელთა პალატაში დარჩენა, რათა ამერიკელი ხალხისთვის ორი ხმის უმრავლესობა შევინარჩუნო“.