შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ამ დროის მონაცემებით, გამოცდაზე დაიგვიანა ხუთმა გამოსაცდელმა.

 
 13 ივლისს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის კი პირველ სესიაზე ინგლისური ენისა (I-XII) და იტალიური ენის (I-XII) გამოცდა მიმდინარეობს.
 პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან ისტორიის გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი.
 მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის რეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 83%-ზე მეტი მონაწილე.
 ამ დროის მონაცემებით, გამოცდაზე დაიგვიანა ხუთმა გამოსაცდელმა.
 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას! - ნათქვამია ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.