კავკასიონის ქუჩასა და ალაზნის გამზირზე, სადაც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზიანა ინფრასტრუქტურა, გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.

ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ათეულობით მძიმე ტექნიკა.

თელავის ხევი კალაპოტს უკვე დაუბრუნდა, დაკლებულია წყლის დონე. ქუჩები ნაშალი მასალისგან სრულად არის გაწმენდილი, შესაძლებელია საავტომობილო გადაადგილება.

ცნობისათვის, სტიქია თელავში 12 ივლისს გამთენიისას დაიწყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და მომდებარე ტერიტორია დატბორა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.






