სროლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში-სოფელ კაბალში მცხოვრებ არზუმან ზიმიროვის სახლს რამდენჯერმე ესროლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარი ამავე სოფელში მცხოვრებ საიდ მამედოვსა და არზუმან ზიმიროვს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას უკავშირდება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.