რამდენიმე წუთის წინ, ჩრდილოეთ ისრაელში, ჰეზბოლას მებრძოლებმა ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები ესროლეს
ისრაელის არმიის პოზიციებს, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის, საპასუხოდ, ისრაელის არმიის არტილერიამ დაიწყო ლიბანში ჰეზბოლას პოზიციების დამუშავება.
ცნობისთვის ეს უკვე მეორე ფაქტია გუშინდელს შემდეგ, როდესაც ჰეზბოლას მებრძოლები ტსმრ-ებით ესხმიან თავს ისრაელელ ჯარისკაცებს - გუშინ მსგავსი თავდასხმის დროს, ისრაელის არმიის M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი განადგურდა.