ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სააგენტოები ავრცელებენ.
დღეს, რუმინეთში ისრაელის საელჩოსთან მისულმა მამაკაცმა და უსაფრთხოების მიზნით შემოწმებისას გადამალული მოლოტოვის კოქტეილი ამოიღო, ცეცხლი მოუკიდა და ფოიეში მიმავალ კარს ესროლა, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლოტოვის კოქტეილის სროლის შედეგად არავინ დაზიანებულა.
ადგილობრივმა უშიშროების ძალებმა მაშინვე დააკავეს 34 წლის მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, სირიული წარმოშობისაა. მას ადგილობრივი სამართალდამცველები ჰკითხავენ.