ლიეტუვაში რუსეთის საელჩოს შენობას უცნობმა პირებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.
საელჩოზე შეტევა ორი ღამეა გრძელდება, შედეგად დაზიანებულია ერთ-ერთი კედელი.
ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. მიმდინარეობს გამოძიება.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე რუსეთის საელჩოებზე თავდასხმები გახშირდა.