ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS დაწესებულების ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში, რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც შენობაში მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ კულტურის ცენტრის შენობიდან კვამლის მაღალი ნაკადი ამოდის.

"დაახლოებით ღამის 13:30-ზე ორი აფეთქება გავიგეთ. თავიდან ვერაფერს დავუკავშირდით, მაგრამ შემდეგ შევატყვეთ, რომ ჩვენს შენობას ცეცხლი გაუჩნდა... თვითმხილველების თქმით, შენობაში სავარაუდოდ რაღაც ჩააგდეს", — ნათქვამია ცენტრის გავრცელებულ განცხადებაში.