სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ჯგუფ „ურსას” კონცერტი გაიმართა.
სადღესასწაულო კონცერტს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებს სცენიდან მიულოცა.