ფოთში, ახალ რაიონში ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო მილში, ახალშობილის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ქალმა ბინაში იმშობიარა და სავარაუდოდ, თავიდან მოშორების მიზნით, ჩვილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო. ,,კანალიზაციის მილმა წყალი არ გაატარა, მოიყვანეს სპეციალისტი და გაწმენდის დროს ახალშობილი იპოვეს. ვინ ჩაიდინა, ან ვინ შეიძლება იყოს მშობელი არ ვიცით. ამბობენ სამი დღის წინ მოხდაო და სხვა არფერი ვიცი,"- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.