ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა.
ვოლფგანგ ჰერმანი: „ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის ქართული ოცნება! ნამდვილად საერთაშორისო და გლობალური უნივერსიტეტის დაარსება, აი ეს არის ახდენილი ოცნება! ჩვენი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პატივია 150-წლიანი ისტორიისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოს უნივერსიტეტთან.
ოცნებები ვერასოდეს ახდება, თუ ადამიანების ხელგაშლილობა არ სდევს თან. ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებისთვის. ამიტომ, უდიდესი პატივისცემა მინდა, გამოვხატო მის მიმართ და მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ასეთი მასშტაბური ფინანსური მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, საუბარია 1 მილიარდ ევროზე! ბატონი ბიძინა არის ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი! ეს შეიძლება მისაბაძი გახდეს სტუდენტებისთვის. სწორედ ამიტომ ვეუბნები ახალგაზრდებს, რომ მომავალში ირწმუნონ საკუთარი თავის, თავისი შესაძლებლობებისა და ნიჭის. ახალგაზრდებს ნამდვილად აქვთ უნარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში.‘‘