"მედიამ დაადგინა თუ ვინ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, ამიტომ მე მოვუწოდებ კოკა კაციტაძის უწყებას, რომ თავი დაანებონ გამოძიობანას თამაშს და გამოიძიონ რეალურად ეს საქმე, რათა შემდეგ პროკურატურამ წაუყენოს ბრალი." - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ
“სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, რომ მყისიერად დაიწყოს გამოძიება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩვენ შევატყობინეთ მყისიერად, რომ დარღვეული იყო უფლებები, მათ გავუგზავნეთ შესაბამისი შეტყობინება და მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ირაკლი ეძგვერაძეზე იძალადა პოლიციის თანამშრომლებმა. მედიამ დაადგინა თუ ვინ იძალადა, საჯაროდაც ცნობილია, ირაკლი ეძგვერაძემ იცის ვინ იძალადა მასზე და კანონით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეკუთვნის, რომ მყისიერად ჰქონდეს დაწყებული გამოძიება, მაგრამ დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განაცხადა, რომ თურმე ახლაც ვერ იწყებს გამოძიებას და ირაკლისთან სურს გასაუბრება. Რა თქმა უნდა, ირაკლი მოუყვება ყველაფერს, ეტყვის სიმართლეს და ვნახოთ სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაიწყებს თუ არა გამოძიებას, მაგრამ მე აქედანვე ვეტყვი კოკა კაციტაძის უწყებას, რომ გამოძიობანას თამაშს დაანებონ თავი, გამოიძიონ რეალურად და შემდეგ პროკურატურამ წაუყენოს ბრალი.” - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.