დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე 70 კგ წონითი კატეგორიის ქალები და 73 კგ წონითი კატეგორიის კაცები იასპარეზებენ.

ქალთა 70 კგ წონით კატეგორიაში მედლისთვის ქართველი ძიუდოისტი ინა ქალდანი იჭიდავებს. იგი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან, დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე ბრაზილიელი კელი ვიქტორიო იქნება.

 
კაცთა 73 კგ წონაში მედლისთვის იბრძოლებს ინას ქალდანის მეუღლე გიორგი ქალდანი. იგი ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაებმება, სადაც თურქ და რუმინელ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბადეში მის მხარეს არიან აგრეთვე ფრანგი, გერმანელი და უზბეკი ძიუდოისტები.


ბადის ზედა ნაწილში არიან იაპონელი, ტაივანელი, ლიეტუველი, ესპანელი და კორეელი ძიუდოისტები.