უეფას ერთა ლიგაზე პირველი მატჩები გაიმართა.

A ლიგის I ჯგუფში პოლონეთი შოტლანდიაში ორი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ 46-ე და 76-ე წუთებზე შოტლანდიელებმა საპასუხო გოლები გაიტანეს. 90+7 წუთზე პოლონელებმა მეორედ მიიღეს თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება და კვლავ გაიტანეს (ვიდეოების ნახვისთვის უეფას საიტზე რეგისტრაციაა საჭირო). 

შოტლანდია - პოლონეთი 2:3(0:2)
გოილები: 8' სებასტიან შიმანსკი 0:1, 44' რობერტ ლევანდოვსკი, თერთმეტმეტრიანიდან 2:2, 46' ბილი გილმორი 1:2, 76' სკოტ მაკტომინეი 2:2, 90+7' ნიკოლა ზალევსკი, თერთმეტმეტრიანიდან 2:3

ამავე ჯგუფში პორტუგალიამ სახლში ხორვატიას სძლია. მასპინძლებიდან მეორე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. ეს რონალდუს მიერ კარიერის განმავლობაში გატანილი მე-900 გოლია.

პორტუგალია - ხორვატია 2:1(2:1)
გოლები" 8' დიოგუ დალოტი 1:0, 34' კრიშტიანუ რონალდუ 2:0, 41' დიოგუ დალოტი, საკუთარ კარში 2:1

A ლიგის მეოთხე ჯგუფში შვეიცარიელ ნიკო ელვედის 52-ე წუთზე პირდაპირი წითელი უჩვენეს, მაგრამ მასპინძლებმა 82-ე წუთამდე ვერ შეძლეს რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება. 87-ე წუთზე მსაჯმა მე-2 ყვითელის გამო გრანიტ ჯაკა გააძევა და კომპენსირებული დროის პირველ წუთზე დანიელებმა მეორედ აიღეს შვეიცარიელების კარი.

დანია - შვეიცარია 2:0(0:0)
გოლები: 82' პატრიკ დორგუ 1:0, 90+1' პიერ-ემილ ჰეიბერგი 2:0
გაძევება: ნიკო ელვედი (შვეიცარია, წითელი ბარათი), 87' გრანიტ ჯაკა (შვეიცარია, მეორე ყვითელი)

ამავე ჯგუფში სერბეთის და ესპანეთის შეხვედრაში სტუმრებს ერთი აშკარა საგოლე მომენტი ჰქონდათ, მასპინძლებს კი რამდენიმე, მაგრამ ყველა გამოუყენებელი დარჩა.  

სერბეთი - ესპანეთი 0:0

C ლიგის I ჯგუფში აზერბაიჯანმა პირველ ტაიმში კარის აღების აშკარა შესაძლებლობები (მათ შორის, პენალტი) ვერ გამოიყენა, მეორეში კი სამ გაშვებულ გოლს ერთით უპასუხა.

აზერბაიჯანი - შვედეთი 1:3(0:0)
გოლები: 65'  და 71' ალექსანდერ ისაკი 0:1 და0:2, 80' ვიქტორ დიოკერეში, თერთმეტმეტრიანიდან 0:3, 82' რენატ დადაშოვი 1:3

45+7 წუთზე რამილ შეიდაევის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარე ვიქტორ იოჰანსონმა მოიგერია.

ამავე ჯგუფში ესტონეთი სახლში სლოვაკეთთან დამარცხდა.

ესტონეთი - სლოვაკეთი 0:1(0:0)გოლი: 70' ტომაშ სუსლოვი

C ლიგის მე-3 ჯგუფში ჩრდილო ირლანდიამ ლუქსემბურგი დაამარცხა, ბელარუსის და ბულგარეთის გუნდების შეხვედრაში კი ანგარიში არ გახსნილა.

ჩრდილოეთ ირლანდია - ლუქსემბურგი 2:0(2:0)
გოლები: 11' პედი მაკნეინი 1:0, 17' დენიელ ბალარდი 2:0

ბელარუსი - ბილგარეთი 0:0
გაძევება: 73' კრასტევი (ბულგარეთი, მეორე ყვითელი)

D ჯგუფში ფიფას რეიტინგში ბოლო, 210-ე ადგილზე მყოფმა სან-მარინომ  ნიკო სენსოლის გოლით ლიხტენშტაინი 1-0 დაამარცხა, ოფიციალურ საერთაშორისო თამაშებში პირველი გამარჯვება მოიპოვა და მოგების გარეშე 20-წლიანი, 140 მატჩისგან შემდგარი სერია დაასრულა.

სან-მარინო - ლიხტენშტაინი 1:0(0:0)
გოლი: 53' ნიკო სენსოლი