სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო  ქალაქ თბილისის 132-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციას ახორციელებს.

8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტის ფარგლებში განახლდება სასწავლო სივრცეები, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.

სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტები, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ 800-ზე მეტი მოსწავლე სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, განახლებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილ იქნება თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრებულ, უსაფრთხო, ადაპტირებულ გარემო ყველა ბავშვისთვის.