ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და მერის მოადგილე ზვიად გოგუაძემ პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხაშურის ილია ჭავჭავაძის  სახელობის N3 და დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საჯარო  სკოლებიდან მიულოცეს.  


„ ვულოცავ ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას ახალ სასწავლო წელს. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, წარმატების და წინსვლის წელი ყოფილიყოს,“-აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა  სიტყვით გამოსვლისას და დამსწრეთ ის სიახლეები გააცნო, რაც სკოლების მიმართულებითაა დაგეგმილი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასკოლო ინფრასტრუქტურას.
ღონისძიების ბოლოს, მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა პირველკლასელები საკლასო ოთახებამდე მიაცილეს და კიდევ ერთხელ წარმატება უსურვეს.