მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
არსებული ინფორმაციით, მკვლელი, სავარაუდოდ მისი მეგობარი მამაკაცია.
როგორც „აიპრესს“ შსს-ში განუცხადეს, კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.