დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში, ვენახში, 40 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი რთველში იმყოფებოდა და სახლში აღარ დაბრუნდა. ძებნის შემდეგ მას საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილს მიაგნეს.
მომხდარზე გამოძიება 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.