ბუდაპეშტში ფიდეს 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარეობს.
საჭადრაკო ოლიმპიადის მე-5 ტურში ქართველმა ქალებმა უზბეკეთი 2,5:1,5 დაამარცხეს და ოთხი მოგებით და ერთი ფრით დაგროვებული 9 ქულით პოლონეთან ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილს ინაწილებენ.
განვლილ ხუთ ტურში ყველა შეხვედრა მოიგეს და პირველ სამ საფეხურზე გალაგდნენ ინდოეთის, სომხეთის და მონღოლეთის მოჭადრაკე ქალები.
1-3. ინდოეთი - 10 ქულა
1-3. სომხეთი - 10 ქულა
1-3. მონღოლეთი - 10 ქულა
კაცთა შორის ხუთ-ხუთი მოგება აქვთ ინდოეთს, ჩინეთს, ვიეტნამს და უნგრეთს, ოთხ-ოთხი მოგება და თითო-თითო ფრე კი ირანს და ნორვეგიას. ქართველმ მოჭადრაკეებს 3 მოგებით და 2 ფრით მოპოვებული რვა ქულით მერვე ადგილი უკავიათ.
1-4. ინდოეთი - 10 ქულა
1-4. ჩინეთი - 10 ქულა
1-4. ვიეტნამი - 10 ქულა
1-4. უნგრეთი - 10 ქულა
5-6. ირანი - 9 ქულა
5-6. ნორვეგია - 9 ქულა
7-28. უზბეკეთი - 8 ქულა
7-28. საქართველო - 8 ქულა
პირველ ხუთ ტურში ქართველმა ქალებმა ითამაშეს არაბთა გაერთიანებული საამიროების (4:0), მონტენეგროს (4:0), რუმინეთის (2:2), საბერძნეთის (3:1) და უზბეკეთის (2,2:1,5), ხოლო ქართველმა კაცებმა კი ნიუ-ჯერსის (4:0), კოსტა-რიკის (4:0), ირანის (2:2), ინგლისის (2:2) და ინდონეზიის (3,5:1,5) გუნდებთან.
მეექვსე ტურში ქალები მონღოლეთს შეხვდებიან, კაცები კი ესპანეთს.
მასალა განახლებულია. თავდაპირველ ვერსიაში, ფიდეს ოფიციალურ საიტ chess.com-ზე დაყრდნობით ეწერა, რომ საქართველოს კაცთა ნაკრებმა ინდონეზია 2,5:1,5 დაამარცხა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პირველი დაფაზე ნათამაშები პარტიის დიაგრამაზე შედეგი ყაიმი სწორი იყო, ხოლო მეორე-მეოთხე დაფებზე მითითებული იყო თეთრების გამარჯვება, რაც ნიშნავდა მეორე და მეოთხე დაფებზე საქართველოს ნაკრების მოჭადრაკეთა, ხოლო მესამე დაფაზე ინდონეზიის ნაკრების მოჭადრაკის გამარჯვებას. სინამდვილეში მესამე დაფაზე შეხვედრა დასრულდა ბაადურ ჯობავას გამარჯვებით და Black Won-ის ნაცვლად შეცდომით დაწერეს White Won.