გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სადგურის პერსონალი და მომხმარებლები იმყოფებოდნენ.
ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა ავტომობილი,დაზიანდა გაზგასამართი სადგურის კონსტრუქცია.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებით სასაწრაფო დახმარების ბრიგადამ. გურჯააანის ჯეო ჰოსპიტალსის სავადმყოფოში გადაიყვანა.
მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ერთ-ერთი დაშავებულის გადაყვანა თბილისში გახდა საჭირო.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.