ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 22 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა. დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.









