თელავის  მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენთან  მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის მოზარდი დაშავდა. 

ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით  მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად 15 წლის ბიჭი დაშავდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„მოზარდი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განუცხადეს „აიპრესს“ კლინიკაში. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.