თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურის მიმდებარე ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევას 45 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა, რამაც აალება გამოიწვია.
მამაკაცმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია. სასწრაფო და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.