ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავი- ყვარელი- გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ- ერთი ავტომობილი დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე მოცურდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.