ქუთაისში, საქართველოს ჩემპიონატზე 9, 11, 13, 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ფოთელმა მოჭადრაკემ, 10 წლის გიორგი წულაიამ 11 წლამდე ჭაბუკში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მწვრთნელი - გოჩა ჩაჩუა.
ჩემპიონატი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1 თებერვალს დაიწყო და დღეს, 10 თებერვალს დასრულდა.
I - II ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა მსოფლიოსა და ევროპის სასკოლო ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს, რომელიც რუმინეთში 29 მაისიდან 8 ივნისამდე გაიმართება.