15-24 აპრილს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანას“ მოსწავლემ, გიორგი წულაიამ 10 წლამდე ჭაბუკთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა. მან 7 ქულით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის (ჩეხეთი) საგზური მოიპოვა.