„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით ბახტაძე აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს სამტრედიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
სამტრედიაში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა — განახლდა ინფრასტრუქტურა, რეაბილიტირდა სოციალური ობიექტები და ქალაქმა ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია.
დავით ბახტაძე ხაზს უსვამს, რომ სამტრედიას წინ დიდი განვითარება ელოდება და ეს პროცესი მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა და თანამეგობრობით გახდება შესაძლებელი. მისი მიზანია, რომ ქალაქისა და თითოეული სოფლის საჭიროებები სრულად აისახოს მომავალ გეგმებში.