სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 169 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის ოთხი სამტრედიელი – მარლენ ბარამია, ავედიკ ლომიძე, ლაშა თევზაძე და ლევან მელქაძე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ დაღუპულთა ოჯახებს ფინანსური დახმარება გადასცა.